21 ნოე 2020
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის” წევრებმა აქცია პერფორმანსი გამართეს. მათ რუსეთის ჰიმნი ჰქონდათ ჩართული და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აღმართულ რკინის ჯებირზე საბჭოთა კავშირის ამსახველი პოსტერები გააკრეს.