ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს

23 ნოე 2020

ქართველმა მშვიდობის მყოფელებმა გიორგობა ავღანეთში აღნიშნეს. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობის მყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა აღავლინა. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ივლისიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.