სარეაბილიტაციო პროგრამა

18 ოქტ 2016

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები 11 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  მოზარდი  სციალური  ადაპტაციის პროგრამაში ჩაერთო. ეს უკვე პროგრამის მეორე  ეტაპია, რომლის ფარგლებში 18 წლამდე  ასაკის ბენეფიციარებს სარეაბილიტაციო ცენტრ ''სანიტასში'' სპეციალური  ფსიქო-სოციალური  პროგრამა  დაუგეგმეს.  10 დღის  განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, მათთან იმუშავებენ ფსიქოლოგები, მასაჟისტები, ასევე გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი  აქტივობები. პროგრამაში    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები    მშობლებთან და ოჯახის  წევრებთან ერთად არიან ჩართულები. პროგრამის მიმდინარეობას  დღეს  აჭარის  ჯანდაცვის მინისტრი და  ასოციაცია `ერთმანეთისთვის” ხელმძღვანელი გაეცნენ.