14 პარტიიდან საბიუჯეტო თანხების მისაღებად ცესკოს ცხრამ მიმართა

26 ნოე 2020

ოპოზიციური სპექტრი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. თუმცა, ცნობილია, რომ 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა ცესკოს დაფინანსების თაობაზე უკვე მიმართა.

დანარჩენ პარტიებს, ვისაც ვადის ამოწურვამდე ცესკოსთვის არ მიუმართავს ეგზავნებათ გაფრთხილება, რის შემდეგაც მათ სამდღიანი ვადა ეძლევათ დაფინანსების მოსათხოვად.