26 ნოე 2020
ისრაელის ელჩმა საქართველოში და წითელი ჯვრის პრეზიდენტმა მოინახულეს ბენეფიციარები და სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცეს. ელჩმა და ნათია ლოლაძემ მიმოიხილეს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს ერთობლივი პროექტი 2020 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირებას.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის სამ დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ბენეფიციარებს მიეწოდებათ სასურსათო და ჰიგიენური ამანათები.