ექსპორტიორებთან შეხვედრა

27 ნოე 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ციტრუსის ექსპორტიორებს შეხვდა. იმსჯელეს ნარინჯისფერი რთველის წარმატებით ჩატარების მექანიზმებსა და ექსპორტის ხელშეწყობის გზებზე. შეხვედრაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი  მონაწილეობდნენ. ინფორმაცია და ვიდეო მასალა მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.