აჭარაში გაზმომარაგება სრულად არ აღდგენილა

29 ნოე 2020

აჭარასა და გურიაში ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ამბობენ, რომ ბუნებრივი აირი ღამით საავადმყოფოებს, კოვიდსასტუმროებს და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს მიეწოდება, მოსახლეობას კი – დილიდან. ბუნებრივი აირის მიწოდება აჭარის და გურიის რეგიონებში გუშინ დილით შეწყდა.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოებაზე მომხდარი დაზიანებაა.