ოპოზიცია პარლამენტის შეკრების დღეს საერთო დეკლარაციას გააფორმებს

30 ნოე 2020

ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, ოპოზიცის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა განიხილეს.

მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას ოპოზიცია გააფორმებს დეკლარაციას, ამასთან, დეპუტატები, რომლებიც ცესკო-ს მონაცემებით შესულები არიან პარლამენტში, მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერენ.