უკრაინული მედია - საქართველომ შესაძლოა, ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს

30 ნოე 2020

საქართველომ შესაძლოა, ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს. როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, „ნატო-ს შტაბბინაში ტექნიკურ დონეზე საქართველოსთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემის შესახებ თანხმობა მიღწეულია“.

ამასთან, გამოცემა ხაზგასმით წერს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

უკრაინელი ჟურნალისტების ამბობენ, რომ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესახებ ალიანსში მიმდინარე დისკუსიების თაობაზე ინფორმაცია მათ „არაერთმა წყარომ მიაწოდა, როგორც ნატო-ს სტრუქტურებში, ისე დასავლეთისა და უკრაინელი დიპლომატიური წრეებიდან“.