იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან

30 ნოე 2020

გარდაცვალების პირველადი მოწმობის გაცემა მოქალაქეს კვირის დღეებში იუსტიციის სახლებში ვიზიტის დაჯავშნის გარეშე შეუძლია, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით. უწყების ინფორმაციით,  დაბადების მოწმობა კვირის დღეებში სერვისი გაიცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.  

ეპიდსიტუაციის გამო იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები  09:00-დან 18:00 საათამდე მუშაობენ. ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა შესაძლებელია მოქალაქის პორტალზე MY.GOV.GE.  წინასწარი დაჯავშნის გარეშე სერვისის მიღება შუძლებელია.