ევროკავშირის წამლის სააგენტოს ლიცენზიისთვის ამერიკულმა და გერმანულმა კომპანიებმა მიმართეს

01 დეკ 2020

გერმანულმა კომპანია  „ბიოენტექმა“ და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა „ფაიზერმა“ ერთობლივ ვაქცინაზე ლიცენზიისთვის, ევროკავშირის წამლის სააგენტოს მიმართეს. ავტორიზაციის შემთხვევაში, ვაქცინა ევროპაში ხელმისაწვდომი უკვე უახლოეს კვირებში გახდება.

მანამდე  ნებართვისთვის კომპანიებმა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას მიმართეს. 

თუ ამერიკული მარეგულირებელი კომპანია მწვანე შუქს აუნთებს ვაქცინას, ამერიკის მოსახლეობა მას დეკემბრის შუა რიცხვებიდან მიიღებს.