მორიგი ექსცესები ოპოზიციის აქციაზე ბათუმში

02 დეკ 2020

ბათუმში მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციას ექსცესებისა და დაკავების გარეშე არც დღეს ჩაუვლია. ამჯერად სამართალდამცავებმა რეზო ხარაზი და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს. 

ოპოზიციაში პოლიციას ძალადობასა და გამოხატვის უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ, დღევანდელ აქცია-პერფომანსზე იმოქმედეს წევრებმა თორნიკე რიჟვაძის გამოსახულებით ბანერიც მიიტანეს.

მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციას ურჩევს, ხალხის მიერ მინიჭებულ ნდობაზე გაამახვილონ ყურადღება და მანდატებით ისარგებლონ.