სავაჭრო ცენტრების მიმართვა პრემიერს

03 დეკ 2020

კომერციული უძრავი ქონებისა და საცალო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ,  რომ მოხდეს მიღებული გადაწყვეტილების კორექტირება  გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით, ასევე  ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

როგორც მცირე მეწარმეები აცახდებენ ეს მათ  საშუალებას მისცემს შემდგომი 4 თვის განმავლობაში, შეინარჩუნონ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი.  

მათი განცხადებით, მთავრობის მიერ შემოღებულმა სრულმა შეზღუდვამ სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე 28 ნოემბრიდან - 24 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ 3 იანვრიდან - 1 თებერვლამდე, რისკის ქვეშ დააყენა ქვეყანაში მინიმუმ 25 ათასი სამუშაო ადგილის და ასეულობით მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობა.