2021 წლის ბიუჯეტი პანდემიის ფონზე

07 დეკ 2020

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის განხილვა წამყვან კომიტეტებში კვირის ბოლომდე უნდა გაიმართოს. შენიშვნებით უკან დაბრუნებული ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უმაღლეს საბჭოში უკვე შევიდა. დეპუტატების თქმით, შენიშვნები ძირითადად ეხებოდა სოციალური დახმარების, კულტურული ღონისძიებების ჩატარებისა და კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2012  წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 301 მილიონი ლარია. ბიუჯეტის პროექტი განხილვების შემდეგ, დასამტკიცებლად სხდომაზე სავარაუდოდ 17 დეკემბერს გავა. რესპუბლიკურ ბიუჯეტს ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.