საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

07 დეკ 2020

ჯანდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ ექიმების ინფიცირების არსებული მაჩვენებელი საგანგაშო არაა და საქართველოს ექიმების გარეშე დარჩენა არ ემუქრება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიკოსების ინფიცირების რიცხვი საქართველოში 6.5%-ს შეადგენს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა და უკვე 65% შეადგინა. მისი ვარაუდით, ამ თვის ბოლოს  ახალ შემთხვევათა რიცხვი განახევრდება, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი 200-მდე ჩამოვა.