მასობრივი კოვიდ-ვაქცინაცია ბრიტანეთში

07 დეკ 2020

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სამსახური კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამას ხვალიდან იწყებს.

ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან.

გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს.