საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დეტალები

08 დეკ 2020

კორონავირუსით ინფიცირების დინამიკის კლებაზე ისაუბრა დღეს ამირან გამყრელიძემ.  ის მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს და მათ გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. რადგან ამბობს, რომ საქართველოში ბე ტიპის გრიპმა ცირკულირება დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა მედიკოსების დეფიციტზე, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო.