უსკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა

20 ოქტ 2016

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა, მიღებული ბიულეტენების რაოდენობამ კი პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში 585 400 შეადგინა.  გაბათილდა 12 622- ბიულეტენი,   რაც გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4 %-ია.  აჭარის უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 5.89%, რაც უსკოს განმარტებით  1 მანდატია. ასევე 1 მანდატით შედის,  დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, პარტიამ ელექტორატის   5.7% -იანი მხარდაჭერა მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 29.62%-ით 5 მანდატს იღებს, „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ კი ხმების 45.13 პროცენტი მოაგროვა,   რითაც  8 მანდატს შეადგენს. უსკოს განკარგულების თანახმად აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური  ექვსივე ოლქში 30 ოქტომებრს ჩატარდება.