ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2021 წლისთვის

09 დეკ 2020

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით კოვიდ პანდემიის გამო 7 მილიონი ლარით შემცირდა და იგი 151 მილიონი ლარი იქნება. თუმცა გაიზარდა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერი.  მუნიციპალიტეტის 2021 წლის  ფინანსური დოკუმენტიდან  ყველაზე მეტი  თანხა ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება.