მერკელი შეზღუდვების გამკაცრების მომხრეა

09 დეკ 2020

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ  ეფექტური ბრძოლისთვის  არასაკმარისად მიიჩნევს  ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებს. ამის გამო, მერკელმა მხარი დაუჭირა10 იანვრამდე  შეზღუდვების გამკაცრების შესახებ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. 

„ეს რეკომენდაციები სწორია - მაღაზიების დახურვა, ადამიანების კონტაქტების მინიმუმამდე შემცირება. ასევე სწორად მივიჩნევ, ამ პერიოდში ესე იგი  10 იანვრამდე არ განახლდეს სასწავლო პროცესი სკოლებში  და ეს  არდადეგების გაგრძელების ან დისტანციური სწავლების გზით მოხდეს“-აღნიშნა მერკელმა.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში მილიონ 230 ათასი კოვიდინფიცირებულია გამოვლენილი.