ქუჩის პოლიტიკა მოძველდა - სესია პრეზიდენტმა გახსნა

11 დეკ 2020

ოპოზიციის მხრიდან აქციებისა და ბოიკოტის ფონზე საქართველოს პარლამენტი დღეს მაინც შეიკრიბა.

საკანონმდებლო ორგანოს გახსნით სხდომას სტუმრებთან ერთად მხოლოდ ''ქართული ოცნების'' დეპუტატები ესწრებოდნენ. მათი რაოდენობა 90-ია დანარჩენი სამოცი ადგილი კი ჯერჯერობით ოპოზიციას ეკუთვნის.

სხდომა უხუცესმა პარლამენტარმა ლადო კახაძემ გახსნა, შემდეგ კი უკვე დეპუტატებს სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა.