რეგულაციების დარღვევის 735 ახალი ფაქტი

12 დეკ 2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ბოლო 24 საათში  ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების  დარღვევის 735 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 642 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.