13 დეკ 2020
საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 150-მდე დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას კრძალავს.
საფრანგეთში მესამე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.