დაჭრა თბილისში

13 დეკ 2020

თბილისში, სროლის შედეგად ერთი ადამიანია დაჭრილი. ამ დროისთვის ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. ლომთათიძის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, გასროლა 4-ჯერ მოხდა. დაპირისპირების მიზეზი კი მათთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული.