ხმაური ოპოზიციის აქციაზე

13 დეკ 2020

ბათუმში მიმდინარე აქციაზე დღეს პოლიციამ 6 მოქალაქე დააკავა, გავრცელებული ინფორმაციით მათ თორნიკე რიჟვაძესთან უნდოდათ შეხვედრა, თუმცა შემდეგ კონფლიქტური გარემო შეიქმნა რის შემდეგაც ისინი დააკავეს.

აქციის სხვა მონაწილეები პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ, შსს-ში აცხადებენ, რომ მოქალაქეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ.