ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

14 დეკ 2020

ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო პირველ სხდომაზე  ხვალ 12 საათზე შეიკრიბება. პარლამენტის მსგავსად აჭარის საკანონმდებლო ორგანოშიც დეპუტატები მხოლოდ  მმართველი გუნდიდან იქნებიან წარმოდგენილი.

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, პარტია კი, რომელმაც 5% ბარიერი გადალახა და ეს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა'',  მანდატებზე უარს ამბობს.