დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა

21 ოქტ 2016

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ჯანდაცვისა და თავდაცვის მინისტრებმა მოინახულეს. დავით სერგეენკო ადგილზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან ერთად მივიდა და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. დაშავებული 4 ჯარისკაცის მდგომარეობა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილი, სტაბილურია. მედიკოსების ინფორმაციით, ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა, 2 სამხედრო მოსამსახურე თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, ხოლო ერთი - თორაკოქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 სამხედრო გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.  უწყების ცნობით, შედარებით მძიმედ დაშავებული 8 სამხედრო თბილისშია გადაყვანილი.