CNN - ტრამპი არ აპირებს დამარცხების აღიარებას

15 დეკ 2020

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  საარჩევნო კოლეგიის ისტორიული სხდომის  შედეგების მიუხედავად  არ აპირებს საჯაროდ აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება. ამის შესახებ ტელეარხი სი-ენ-ენი, რომელიც  ტრადიციულად დემოკრატებს უჭერს მხარს,  თეთრ სახლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით  იუწყება.   

სი-ენ-ენის მონაცემებით,  ტრამპის რამდენიმე მრჩეველმა აღნიშნა, რომ  რესპუბლიკელი პრეზიდენტი პირად საუბრებში აღიარებდა, რომ  მეორე ვადით  თეთრი სახლის მეთაურად სავარაუდოდ  ვერ დარჩებოდა.