აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს

15 დეკ 2020

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს. ამის შესახებ ბრიფინგზე მთიან ყარაბაღში რუსული მხარის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა რუსტამ მურადოვმა განაცხადა.

მურადოვის თქმით, ტყვეების გაცვლა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 9 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად განხორციელდა პრინციპით „ყველა ყველაზე“. 

აზერბაიჯანულ მხარეს  12, ხოლო სომხურ მხარეს 44 ტყვე გადაეცა.