დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს

21 ოქტ 2016

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვის  ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო  დაფარავს. უწყება კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს   სამხედრო მოსამსახურის, გარდაცვალების გამო. რიგითი აკოპ მალხასიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს 2015 წლის ნოემბრიდან გადიოდა.  მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.