სავალუტო ფონდი 400 მლნ-მდე ლარს გამოყოფს

17 დეკ 2020

“საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის მორიგი დახმარება დაამტკიცა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა და პანდემიასთან ბრძოლის ეფექტიანმა სტრატეგიამ ფონდისგან დადებითი შეფასება მიიღო.