პოლიციამ იმერეთში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

19 დეკ 2020

სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით 36 წლის კაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თერჯოლაში მოქალაქეს მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს, მუქარით 4 050 ლარი გამოსძალა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

.