მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოსმენა

21 დეკ 2020

ხუთმა კომიტეტმა სამთავრობო პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებს ნდობა ერთხმად გამოუცხადა. საკუთარი პროგრამა  დღეს მინისტრობის 4 -მა კანდიდატმა წარადგინა.

სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ მინისტრობის კანდიდატებმა ლევან დავითაშვილმა,  მაია ცქტიტიშვილმა, ივანე მაჭავარიანმა და ნათია თურნავამ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს, თუმცა სხდომას  მხოლოდ  ,,ქართული ოცნების“  წევრები ესწრებოდნენ.

ეკონომიკის მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ანაკლიის პორტის ოპერირება დაასახელა. საგარეო ვალი, რომელიც როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ქვეყანას ბევრი აქვს და უნდა შემცირდეს. ივანე მაჭავარიანი  ახალი სტრატეგიაზე მუშაობას აანონსებს.