როდის დაიწყება და დასრულდება ზამთრის არდადეგები

23 დეკ 2020

ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და სწავლა 18 იანვარს განახლდება. სხვა წლებისგან განსხვავებით კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო კალენდარში ცვლილება შევიდა. 

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა.  16 და 17 იანვარი შაბათ-კვირას ემთხვევა, ამიტომ ონლაინსწავლება 18 იანვარს, ორშაბათს განახლდება. 

19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე მოსწავლეები კვლავ დაისვენებენ.