ხვალიდან სავაჭრო მოლები და მაღაზიები მუშაობას განაახლებენ

23 დეკ 2020

სავაჭრო  ობიექტებს, რომლებმაც ყველა წესის დაცვით ხვალიდან უნდა განაახლონ მუშაობა, დამატებითი რეგულაციები დაუწესდათ.  უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა,  მაღაზიები მხოლოდ დილის 07:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებენ, ფასდაკლებები კი დასაშვებია დილის საათებში.

სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება. ნებისმიერი დარღვევის  შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.