სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი გადადგა

25 დეკ 2020

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული შეცდომისა და წარმოქმნილი სკანდალის გამო გადადგა. ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ ეს  ადამიანური შეცდომა იყო, თუმცა ორგანიზაციის რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით ის მიდის.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან ისფედზე ზეწოლა განხორციელდა და  ფარული მიყურადებაც იყო, რაც უსაფუძვლო ბრალდებად მიაჩნიათ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ ოპოზიცია უარგუმენტოდ დარჩენის გამო ღელავს.