მეზღვაურის ოჯახი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა

22 ოქტ 2016

თურქეთში დაღუპული მეზღვაურის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მეზღვაური გემიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, თუმცა ვერსია საეჭვოა გარდაცვლილის ახლობლებისთვის. ოჯახის წევრები გამოძიებით დაინტერესებას ხელისუფლებლებას  და საერთაშორისო ორგანიზაციებს  სთხოვენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ საქმეში ჩართულია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე თურქეთში საქართველოს საკონსულო.