თურქეთში მიწისძვრა მოხდა

27 დეკ 2020

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 09:37 საათზე დაფიქსირდა.მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო.

ასევე მიწისძვრა იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში.  თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.