საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 2020 წელი შეაჯამა

27 დეკ 2020

განათლების მინისტრმა "მოქალაქეებისადმი მთავრობის ანგარიშის" ფარგლებში 2020 წელი შეაჯამა და საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რაც უწყებამ მიმდინარე წელს განახორციელა. მინისტრის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც "კოვიდ-19"-ის გამო დისტანციურ ფორმატზე გადავიდნენ, სამინისტრომ ონლაინ პლატფორმები პანდემიის დაწყებისთანავე გაუზიარა.

მათი რეკომენდაციით, დაწესდა სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკა. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიულმა სასწავლებლებმა შეძლეს 100-ზე მეტი პროგრამის ავტორიზაცია და სისტემაში გაჩნდა დამატებით 4 400 ადგილი.