ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს

28 დეკ 2020

არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ რიგებს ტოვებს.

საკითხზე პარტიაში განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. ბრიფინგი 15:00 საათზეა ჩანიშნული. 

ელენე ხოშტარია ამ ეტაპზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

არსებული ინფორმაციით, ,,ევროპულ საქართველოდან" წასვლის შემდეგ, ელენე ხოშტარია არცერთ პარტიაში არ აპირებს გაწევრიანებას და ის თავად შექმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას.