მოვაჭრეების პროტესტი და მოთხოვნები

29 დეკ 2020

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, 23-ე სკოლასთან არსებული  ბაზრობის მოვაჭრეები ითხოვენ სამი დღის განმავლობაში მაინც  მისცენ მუშაობის უფლება. როგორც იცით, უკვე 5 დღეა სავაჭრო მაღაზიები, მოლები რეკომენდაციის დაცვით მუშაობენ, თუმცა ბაზრობებს საკორდინაციო საბჭომ ვაჭრობის ნება არ მისცა. სხვადასხვა ბაზრობის მოვაჭრეები უკვე  რამდენიმე დღეა ითხოვენ მუშაობის უფლებას. ამბობენ, რომ რეკომენდაციებს დაიცავენ.