მეზღვაურებზე აჭარიდან მოთხოვნა მზარდია

30 დეკ 2020

2020 წელს მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა. ერთ-ერთ საკრუინგო კომპანიაში ამბობენ, რომ მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15%-ითაა გაზრდილი.

მეზღვაურების ინფორმაციით, წელს მთავარი პრობლემა პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები იყო, რის გამოც მათ გემიდან უკან დაბრუნება დაგეგმილზე გვიან უწევდათ, თუმცა ამით მათი სამუშაო პერიოდიც გახანგრძლივდა.