გერმანიაში კორონავირუსის 9 847 ახალი შემთხვევა დადასტურდა

04 იან 2021

კოვიდ ვითარების თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა გერმანიაში. ბოლო მონაცემებით,  კორონავირუსის 9 847 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონ  775 ათას  513-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ  302  ადამიანის  სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 34 ათას 574-ს მიაღწია. გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეზღუდვები გამკაცრდა.   ქვეყანაში დახურულია ბარები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები და მაღაზიების დიდი ნაწილი. შეზღუდვები 10 იანვრამდე იმოქმედებს.