2021 წელი კორონავირუსის გავრცელების კუთხით რთული იქნება

04 იან 2021

2021 წელი კორონავირუსის გავრცელების კუთხით რთული იქნება. ამის შესახებ ჯანმოს წარმომადგენელი მარია ვან კერჰოვე აცხადებს.  მისი თქმით, განსაკუთრებით რთული წლის პირველი ნახევარი იქნება, რადგან ბევრ ქვეყანაში მოქალაქეებმა შობა-ახალი წლის დღეებში რეგულაციები უგულებელყვეს. 

ვაქცინაციის დაწყება პრობლემას სწრაფად ვერ მოაგვარებს, ამიტომ 2021 წლის განმავლობაში პირბადეების ტარება, ასევე სოციალური დისტანციისა და ხალხმრავლობისგან თავიდან არიდება აუცილებელი იქნება-ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი.