კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს 37 ქვეყანაში დაფიქსირდა

04 იან 2021

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს, მსოფლიოს სულ მცირე 37 ქვეყანაშია გამოვლენილი.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი უფრო გადამდებია ვიდრე კოვიდ 19-ის სხვა, აქამდე ცნობილი შტამები. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის უფრო ფატალურია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.