დიდ ბრიტანეთში შეზღუდვებს ამკაცრებენ

04 იან 2021

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი მოქმედი რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.  მისი თქმით, მკაცრი ზომები ქვეყნის იმ ნაწილში უნდა ამოქმედდეს, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში „კოვიდ-19“ სწრაფად ვრცელდება. 

გასულ დღე-ღამეში  დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 55 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ვირუსს 75 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.