ვინ ააშენებს “სოციალურ საცხოვრისს”?

23 ოქტ 2016

რამდენიმე თვეა, მერიის ერთერთი პროექტის “იაფის სახლის” მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “კონვერტ ჯორჯიას” წარმომადგენლებს ვერ უკავშირდებიან. უფრო მეტიც, ისინი 5 თვის  კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ.  პარალელურად კი  ირკვევა, რომ კომპანიას, რომელმაც “იაფი სახლის” მშენებლობისთვის ავანსის სახით  მერიისგან 2 მილიონამდე ლარი მიიღო, თვითმმარველობამ ხელშეკრულება შეუწყვიტა.