დაკავება ძმის განზრახ მკვლელობისთვის

06 იან 2021

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის თბილისში 1 ადამიანი დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ძმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  ცივი იარაღით დაჭრა.  მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.