''ფაიზერის'' ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია

08 იან 2021

ამერიკულ კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა „კოვიდ-19“-ის „ბრიტანული“ და „სამხრეთაფრიკული“ შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია. მკვლევრებმა შეისწავლეს „ფაიზერისა“ და გერმანული კომპანია „ბიონტექის“ ვაქცინით აცრილი 20 ადამიანის სისხლის ნიმუში.

აღმოჩნდა, ამ ადამიანების სისხლში გამომუშავებულმა ანტისხეულებმა, ლაბორატორიაში წარმატებულად გაუწიეს წინააღმდეგობა „კოვიდ-19“-ის ორ ახალ შტამს. „ფაიზერში“ განაცხადეს, რომ კვლევის შედეგები დამაიმედებელია და როგორც ჩანს, „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტი მათ ვაქცინას პრობლემას არ უქმნის.

კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. სპეციალისტები აცხადებენ, ვირუსის ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მისგან გამოწვეული დაავადების სიმძიმე არ შეცვლილა.