დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახს

04 აპრ 2016

სოციალური დახმარების სააგენტომ დღეს სოციალურად დაუცველ სურმანიძეების ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტი გადასცა. სააგენტოში ამბობენ, რომ პროგრამა რეგიონის მასშტაბით მოქმედებს და დღემდე 165-მა ოჯახმა ისარგებლა. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ბენეფიციარებმა მათთვის საჭირო ნივთების მისაღებად სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართონ.